Back to All Events

Fuckup Nights საქართველო: კარანტინში vol. 4 - „გზა სულ არის“

  • Online Meeting Tbilisi Georgia (map)

Fuckup Nights ბრუნდება და ისევ კარანტინშია

ჩვენ მოგვენატრა შეხვედრები და ურთიერთობა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელი იქნება მომავალი წლის რომელიმე დროს... ახლა კი შევხვდებით ონლაინ, ჩვენი საყვარელი სპიკერების მოსასმენად და საურთიერთოდ!

გვინდა, რომ ეს Fuckedup-წელი ერთად აღვნიშნოთ და ერთმანეთი გავაძლიეროთ, მოვეფეროთ და მოვესიყვარულოთ...

სპიკერები:
მაშო მარგიშვილი, დიზაინერი, Masholand-ის აღმომჩენი
ეკა ყიფიანი, JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი
დიმუ მენაბდე, ხმის ინჟინერი და მზარეული
ზვიად სიჭინავა, Stack-ის ტექნიკური დირექტორი

ღონისძიების მოდერატორია ნინუცა ნანიტაშვილი, ტექ ენთუზიასტი და ინოვაციების კონსულტანტი.

Fuckup Nights-ის ამ ონლაინ გამოშვებაზე დასწრება უფასოა.
დასასწრებად გთხოვთ დაჯავშნოთ ვირტუალური ადგილი ("Reserve a Space") ჩვენს Facebook event-ზე, რათა შემოგვიერთდეთ Zoom-ში ან დააჭირეთ დასწრებას ("Going"), რომ შეძლოთ ლაივ სტრიმის ნახვა Facebook-ზე.

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.