Back to All Events

GEM Fest Flea Market


  • GEM fest Anaklia Beach, Anaklia Georgia (map)

გეპატიჟებით, Anaklia Flea Market-ზე (ანაკლიის „ძველმანების ბაზარი“) GemFest-ზე!

Flea Market („ძველმანების ბაზარი“) – ტრადიციულად არის ადგილი ნებისმიერი ჩვენგანისათვის რაიმე განსაკუთრებულის აღმოსაჩენად, სადაც შესაძლებელია მრავალი ღირებული ნივთის პოვნა. ადგილი, სადაც ხალხს სიამოვნებას ანიჭებს ისეთი ნივთების გაყიდვა, რომლებიც უკვე აღარ ჭირდებათ ან პირიქით, იმის შეძენა, რაც ხელმისაწვდომი აღარაა მაღაზიებში, ასევე, უჩვეულო და მოულოდნელ საგნებთან შეხვედრა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ღონისძიება ინარჩუნებს თავის ტრადიციებს, დღეს Flea Market მხოლოდ ძველმანების ბაზარი აღარ არის და გახდა საერთო ბედნიერების და დადებითი ემოციების გამოხატვის საშუალება. ღონისძიება იძლევა შესაძლებლობას მატერიალური საგნები ვაქციოთ არამატერიალურ გრძნობებად. შესაბამისად, როგორც მონაწილეები, ასევე დამთვალიერებლები Flea Market –ზე ეძებენ არა მხოლოდ რაიმე კონკრეტულ ან განსხვავებულ ნივთს, არამედ, ბედნიერების გარკვეულ დოზას და ხარისხს, რომელსაც შემდგომ მიზერულ ფასად ყიდულობენ, ან ყიდიან. 
როგორც წესი, ყოველი ჩვენგანი მივისწრაფით უდარდელი, ყოფით პრობლემებს მოწყვეტილი, ლაღი დღეებისკენ, შესაბამისად, საზოგადოება, რომელსაც წყურია ბედნიერება და ხალისი, სულმოუთქმელად ელოდებოდა კვირა დღეს, იმისთვის, რომ Flea Market-ზე შეექმნათ საკუთარი პოზიტიური განწყობა და გაეზიარებინათ სხვებისთვისაც. ახლა კი, ამისთვის ლოდინი აღარ არის საჭირო. GemFest გაძლევთ საშუალებას 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, მთელი 9 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად მიიღოთ თქვენთვის განკუთვნილი ბედნიერების დოზა. ღონისძიება გაიმართება ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, GemFest –ზე, სადაც მზის სხივები თქვენს გონებაში იჭრებიან და კლავენ უარყოფით ემოციებს. 
ტრადიციულად, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მონაწილების მიღება და თავისი მოგონებების, ემოციებისა და გრძნობების ნივთების სახით გაყიდვა. 
გელოდებით : ) ♥

You are invited to Anaklia Flea Market Gem Fest

Flea Market – Traditionally is a place for each one of us to discover something unique, a place that’s full of distinct and unique merchandise. A place that brings joy to people selling property that they no longer find important for them or vice versa, to acquire rarely attainable items, that are no longer available in the shops, as well as stumbling over unusual and unexpected objects. Though, despite the fact that the event upholds it’s traditions, Flea Market is no longer just a place to buy vintage things and has turned into a means to express happiness and positive emotions. The event gives a unique opportunity to turn material things into intangible feelings. 
Therefore the participants as well as just passersby’s look not only for some tangible or different thing at the Flea Market, but also for a certain dose of happiness and quality, that they later buy or sell for a very small price.
Usually, each one of us is in search of carefree, happy days that are free of every day mundane routine problems, thus the society that itches for happiness and joy, couldn’t wait for the Sunday to come, so that they could attain their positive mood and share it with others. But now you don’t have to wait anymore. GemFest gives you a unique opportunity to receive your dose of happiness every day from 30th of July till 7th of August, for the whole 9 days. 
The event will take place in Anaklia, on the beach of the Black Sea, at GemFest, where the sun rays reach into your mind and destroy all the negative emotions.
Traditionally, anyone can take part in the event and sell their memories, emotions and feelings in the form of materialised objects .
We’re waiting for you. ☺ ♥

Earlier Event: July 10
Trialogue - Exhibition
Later Event: December 14
New-Year's Shop